განათლების სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად მიხეილ ჩხენკელი განიხილება, სიცრუეა
ინფორმაცია, თითქოს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად მიხეილ ჩხენკელი განიხილება, სიცრუეა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ, არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.