კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ორი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.
ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა.
კულებამ მოუწოდა კიევის რეგიონის მოსახლეობას, დარჩნენ თავშესაფრებში.
უკრაინა: მასშტაბური ავიაიერიშების შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა
10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს.