თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
ამის შესახებ AFP-ს თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. ორი პრეზიდენტის შეხვედრა ასტანაში დსთ-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება.
ბოლოს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით 7 ოქტომბერს ისაუბრეს. სატელეფონო საუბრებისას უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ასევე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები განიხილეს.
12-14 ოქტომბერს ყაზახეთი დსთ-ს სამიტს მასპინძლობს. მოსალოდნელია, რომ ყაზახეთის დედაქალაქს ცენტრალური აზიისა და დსთ-ს 11 სახელმწიფოს მეთაური ეწვევა.
მთავარი დეკლარირებული თემებია რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.