თურქეთი მზადაა, მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლის თამაში განაგრძოს.
ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბერლინში გერმანიის ვიცე-კანცლერთან, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრ რობერტ ჰაბეკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ანკარა არა მხოლოდ საკუთარ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების პრობლემების აღმოფხვრაშიც ცდილობს წვლილის შეტანას.
„ამ ბოლო დროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიმართა ანკარას გაზის დეფიციტის შესავსებად, მხარდაჭერის თხოვნით,” - გა აღნიშნ, რომ თუნაცხადა დონმეზმა და აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
„თურქეთი მზადაა უზრუნველყოს ენერგორესურსების ტრანსპორტირება კასპიის რეგიონიდან, განსაკუთრებით თურქმენეთიდან. ჩვენ ასევე ღია ვართ ისრაელის გაზის ექსპორტისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში გაზის ტრანსპორტირება შესაძლებელია ერაყიდან“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის ართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, ალტერნატიულ მომწოდებლებს ეძებენ.