უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ მზად ვართ, ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გავხდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ უნდა გადავდგათ საჭირო ნაბიჯები, ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ. ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნამდვილი და ძლიერი ნება.
ეს პერსპექტივა იმის შედეგია, რაც უკრაინამ გააკეთა, მისი თავდადებული ბრძოლის შედეგია. არ იქნებოდა უკრაინა და დღეს, ალბათ არ იქნებოდა მიღწეული ეს პერსპექტივა. მართალია მეტი გვინდოდა, კანდიდატის სტატუსიც გვინდოდა, ამისთვის გზა ხსნილია, შეგვიძლია, რომ არ დავიშუროთ ძალისხმევა, რომ სწრაფად მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი უახლოესი მომავალი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
- რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს
- ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა