სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ მეორე მხარეს გადააბრალებს ევროინტეგრაციის გზაზე უშედეგობას და ამით გამარჯვებული იქნება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეორე მხარეს გადააბრალებს ევროინტეგრაციის გზაზე უშედეგობას და ამით გამარჯვებული იქნება. 

“არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეორეს გადააბრალებს ამ საკითხში უშედეგობას. მცდარია წარმოდგენა, რომ შეიძლება შემდეგ გამოხვიდე რომელიმე მხარე გამარჯვებული იმით, რომ მეორეს გადააბრალებ. დღეს ეროვნული ინტერესი თუ სადმე დგას, ევროინტეგრაცია არის საქართველოს ეროვნული ინტერესი. დროა ყველამ შეიგნოს, რომ ეს ეროვნული ინტერესია“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.