12 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7920 ლარი ეღირება, ევრო – 2.7105 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.0877 ლარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
"დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7980 ლარი ღირდა, ევრო – 2.7124 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.0935 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 ოქტომბრისთვის ამოქმედდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.