სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

ცერემონია საპატიო ყარაულის მონაწილეობით გაიმართა, შესრულდა საქართველოს და რუმინეთის ჰიმნები.

პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.