G7-ის ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინაში ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო, პუტინი „პასუხს აგებს“

დიდი შვიდეულის ქვეყნების ჯგუფმა (G7) სამშაბათს აიღო ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინას იმდენი ხანი, რაც დასჭირდება. ლიდერების თქმით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება.

„ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიური და იურიდიული დახმარების გაწევას და მტკიცედ დავდგებით უკრაინის გვერდით, სანამ ეს დასჭირდება“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მისივე თანახმად, ვლადიმერ პუტინი პასუხს აგებს უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმებისთვის.