რუსეთმა კომპანია META ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
CNN-ის ცნობით, რუსეთის ფედერალური ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, აშშ-ის მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია META, რომელშიც სოციალური ქსელები Facebook-ი და Instagram-ი შედიან, ტერორისტულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.
აკრძალვა ბანკებს ავალდებულებს, გაყინონ კომპანიის ანგარიშები და შეწყვიტონ მისი ანგარიშების მომსახურება.