ევროპარლამენტის პრეზიდენტი: უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი, თავდაცვის სისტემები

რუსეთის მხრიდან ბოლო ესკალაციის კვალდაკვალ, უკრაინას სჭირდება მძიმე შეიარაღებისა და თავდაცვის სისტემების მიწოდება. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

„უკრაინელებს უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის და ჩვენი გაფართოების დაცვა. ომის ამ ახალ, უფრო სახიფათო ფაზაში მათ სჭირდებათ მძიმე ჯავშანტექნიკა და თავდაცვითი სისტემები, რაც მათ საშუალებას მისცემს, გადაურჩენ თავდასხმას“, - განუცხადა მეცოლამ დიპლომატებს.

მან მოუწოდა ევროპას, ადაპტირდეს ახალ მსოფლიოსთან, რომელიც უბიძგებს ევროპას ერთობლივი ძალისხმევით ცვლილებებისკენ.

„პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ჩვენი გატეხვა, მაგრამ ამის ნაცვლად, გააძლიერა ჩვენ გადაწყვეტილებები. 

ევროპაში ჩვენ დიდი ხანია, ვისწავლეთ და გვესმის, რომ დაშოშმინების პოლიტიკა არ მუშაობს და არასოდეს იმუშავებს”, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.