მედიის ინფორმაციით, „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე, Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
როგორც The Guardian-ი წერს, პოლიტოლოგი და „ევრაზია გრუფის“ დამფუძნებელი იან ბრემერი ამბობს, რომ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა მას განუცხადა, რომ პუტინმა საუბრისას „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა“ დაადასტურა, თუმცა პირობით - თუ ყირიმი დარჩება რუსეთის ტერიტორიად და უკრაინა აღიარებს ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსიას.
თავად მასკმა ეს ინფორმაცია უარყო.
მედია იმასაც წერს, რომ ილონ მასკმა უარი განაცხადა, ყირიმში „სტარლინკის“ ტექნოლოგიით თანამგზავრული ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფის შესახებ, უკრაინელთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.
ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, რომელშიც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა.