ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, იუწყება მედია სასწრაფო დახმარების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით.
„დაღუპულთა შორის იყო მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე სერგეი მასლოვი“, - თქვა წყარომ და დაამატა, რომ გარდაცვლილთა ცხედრების იდენტიფიკაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.