ბოლო 48 საათის განმავლობაში, საზენიტო-სარაკეტო დივიზიის ნაწილებმა რუსული არმიის მიერ გაშვებული 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.
უკრაინელებს პოლონური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები დაეხმარა.
„ეს ჩვენი საზენიტო მსროლელების მაღალი ხარისხის წვრთნის შედეგია, რომელიც პოლონელმა ძმებმა ჩაატარეს“, - წერს ზალუჟნი.
10 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. გაშვებული იყო 84 საკრუიზო რაკეტა და 24 დრონი. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ზოგიერთ რაიონში შეწყდა ელექტრომომარაგება და მობილური კომუნიკაციები.