ირანში, საპროტესტო აქციის დროს, დაღუპულთა რიცხვი 201-მდე გაიზარდა

ირანში საპროტესტო აქციების შედეგად, სულ მცირე, 201 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის 23 ბავშვია. 

როგორც ცნობილია, ბოლო სამი დღის განმავლობაში ქურთისტანში რეპრესიებისა და დაღუპულთა შესაძლო რაოდენობის შესახებ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.

ამასთან, ქალაქში ინტერნეტი შეფერხებულია.


ირანის საპროტესტო აქციებს ბიძგი მისცა - ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაპატიმრების შემდეგ. საპროტესტო აქციები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციებზე მძლავრ ზეწოლას ახორციელებს ხელისუფლება, იზრდება მსხვერპლის რიცხვი.

ამასთან, სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს შეხლა-შემოხლას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ ინტერნეტის ჩახშობის გამო ვიდეოების გავრცელება სულ უფრო რთული ხდება.