1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7859 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
"დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7057 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7105 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.