კანადა უკრაინას $47 მილიონის საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას გადასცემს.
კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინელებს საარტილერიო ჭურვებს, ზამთრის აღჭურვილობასა და დრონების კამერებს გაუგზავნის. გარდა ამისა, პაკეტი ასევე მოიცავს უკრაინელებისთვის სატელიტური კომუნიკაციების საფასურის გადახდას.
ანანდის თქმით, დახმარების ახალ პაკეტში ამ ცალკეული ნივთების ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება: $15 მილიონი ზამთრის ტანსაცმლისთვის, $15 მილიონი დრონის კამერებისთვის, $2 მილიონი სატელიტური კომუნიკაციისთვის, დანარჩენი თანხა კი - 155 მმ კალიბრის ჭურვების შეძენაზე დაიხარჯება.