აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეერთებული შტატები მე-5 მუხლით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართ აბსოლუტურ ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მსურს, მივესალმო ყველა ჩვენს მოკავშირეს და პარტნიორს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. მოგეხსენებათ, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის მერვე თვეა.
მას შემდეგ, რაც მან ეს გააკეთა, მოკავშირეებმა განაგრძეს ნაბიჯები უსაფრთხოების დახმარების გაწევის მიზნით. და ეს მხოლოდ ამ ალიანსის ხარისხსა და ალიანსის წევრების გულმოდგინედ მოქმედებაზე მეტყველებს.
ეს ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ეს ალიანსი არის არსებითი ფორუმი კონსულტაციისა და გადაწყვეტილების მიღებისა და ქმედებებისთვის, როდესაც საქმე ეხება რეგიონის უსაფრთხოებას და ასევე ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას.
ასე რომ, დღეს მოუთმენლად ველით დიდ დისკუსიებს. მე ასევე მოუთმენლად ველი, როდის მივესალმები ფინეთს და შვედეთს ალიანსში. და ჯენს, კიდევ ერთხელ მადლობა მინისტერიალის მოწვევისთვის. მე ნამდვილად მოუთმენლად ველი დიდ დისკუსიებს“, - განუცხადა ოსტინმა სტოლტენბერგს NATO-ს შტაბბინაში, სადაც თავდაცვის მინისტერიალი იმართება.