სომხეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის 14 რეგიონის 420-მა სკოლამ მუშაობა შეზღუდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის განათლების მინისტრ ემინ ამრულაევზე დაყრდნობით იუწყება.
„მტრის აგრესიისა და დასახლებულ პუნქტებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, სკოლის 9 შენობა და ტერიტორია დაზიანდა. სამწუხაროდ, ჩვენი ორი მოსწავლე მტრის თავდასხმას ემსხვერპლა, ერთი პედაგოგი კი დაჭრილია,“- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ სომეხ და აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. კონფლიქტს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.