თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ვინც ვაკის პარკის პროექტის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, ყველა კანონის ფარგლებში დაისჯება.
„გამოძიება დაწყებულია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად კანონის ფარგლებში. ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი“, ქვეკონტრაქტორები არ ვიცი. ცხადია, შემოწმებულია ეს პროექტი. დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისული.
რა თქმა უნდა, უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კალაძემ.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა დღეს დილას მოხდა. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.