ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაური გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს თანადგომას უცხადებს.
„ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება,”- ნათქვამია განცხადებაში.
Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა.
შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.