ნიუ-ჰოსპიტალის ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად, კლინიკაში შეყვანილი მოზარდის ჯანმრთლობის მდგომარეობა სტაბილირად მძიმეა.
„პაციენტი დაახლოებით ერთი საათის წინ შემოიყვანეს „ნიუ ჰოსპიტალის“ განყოფილებაში. ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართილებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით. ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, ხლოვნურ სუნთქვაზე, გონება და დაბინდულია“, - აცხადებს ექიმი დავით ცაბაძე.
ექიმის ინფორმაციით, გართულებებისთვის კრიტიკული 72 საათია.
13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.