სოლსბერის ტაძარი კორონავირუსის საწინააღდმეგო ვაქცინაციის ცენტრად გადააკეთეს

ინგლისში, სოლსბერის ტაძარი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ახლად გახსნილ ვაქცინაციის ცენტრში ვაქცინა პირველად ხანდაზმულებმა გაიკეთეს. 95 წლის ლუის გოდვინი მიესალმება ვაქცინაციის დაწყებას ტაძარში, რომელიც 800 წელზე მეტს ითვლის. „მოხარული ვარ, რომ ვაქცინა გავიკეთე, განსაკუთრებით კი ამ გარემოში“, - ამბობს გოდვინი.

88 წლის სტელა ბენეტის თქმით, ის თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს.

„ადვილი იყო. მე მარტო ვცხოვრობ, ასე რომ, გამიჭირდა, მაგრამ მოვახერხე აქამდე მოვსულიყავი. ყოველ შემთხვევაში მე სახლში ვარ და არა საავადმყოფოში", - ამბობს სტელა ბენეტი.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ვაქცინა გაიკეთა, სამეფო-საჰაეროს ძალების ვეტერანი იყო. სულ ამ ლოკაციაზე 80 წელს გადაცილებული ათასი ადამიანის აცრა იგეგმება.

დიდი ბრიტანეთი COVID-ის იმუნიზაციის კამპანიას მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებით გააძლიერებს