გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე, შეერთებული შტატების F-22-ის, პოლონური F-16-ის, MIG-29-ებისა და იტალიური საბრძოლო თვითმფრინავების მონაწილეობით, საჰაერო მანევრები ჩატარდა. NATO-ს გაძლიერებული მისია ალიანსს საშუალებას აძლევს, შეაჩეროს შესაძლო საფრთხეები ჰაერიდან.
NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მოკავშირეთა თვითმფრინავების უპრეცედენტო რაოდენობაა თავმოყრილი.
გამანადგურებელი თვითმფრინავები მზად არიან, შეაჩერონ და დაიცვან ნებისმიერი საფრთხე. ეს საქმიანობა ტარდება საერთაშორისო კანონებისა და სტანდარტების შესაბამისად. ისინი ხაზს უსვამენ NATO-ს მზადყოფნას, ჩვენი მოკავშირეების დასაცავად.