აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტს ასტანაში შეხვდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ იმით, თუ როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ჩვენ ყველა სფეროში პოზიტიურ იმპულსს ვხედავთ. რასაკვირველია, ყოველ შეხვედრაზე ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ჩვენი რეგიონის საკითხებს, უსაფრთხოების და რეგიონში მშვიდობის მიღწევის საკითხებს. ჩვენ ერთგული ვართ გრძელვადიანი მშვიდობის“, - განაცხადა ალიევმა.