აზერბაიჯანმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ევროპაში 8,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა.
აზერბაიჯანიდან თურქეთში, გაზის ექსპორტმა 6,1 მილიარდი, საქართველოში - 1,9 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ გაზის ექსპორტი 2022 წელს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,6 პროცენტით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.