ჰოლანდიის ხელისუფლება უკრაინის გათბობის სეზონის უზრუნველსაყოფად 70 მილიონ ევროს გამოყოფს. ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში 15 მილიონი ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტებს გაუგზავნის „უკრაინის ქალაქებზე დაუნდობელი თავდასხმების“ საპასუხოდ.
„ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინელების პრობლემები მხოლოდ იზრდება, შენობებს, წყალმომარაგებასა და გათბობის სისტემებს სასწრაფო რემონტი სჭირდება.
მე ვუთხარი მსოფლიო ბანკს, რომ ნიდერლანდები მზად იყო, გამოყოს 70 მილიონი ევრო სპეციალურად ამ ზამთრისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
10 ოქტომბერს, დილით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ზოგიერთ რაიონში შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება და მობილური კავშირი. მომდევნო დღეებში რუსეთმა განაგრძო სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე.