ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩაფრინდა

ალექსეი ნავალნი მოსკოვის "შერემეტევოს" აეროპორტში ჩაფრინდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ლიუბოვ სობოლი, მისი ადვოკატი უკვე დააკავეს.

ალექსეი ნავალნიმ ბერლინი 17 იანვარს დატოვა და მოსკოვში გაფრინდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა სასამართლოს ალექსეი ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური განაჩენით შეცვლის მოთხოვნით მიმართა.