ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ სამომავლო სანქციებს ირანის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მან რუსეთს, სავარაუდოდ, კამიკაძე-დრონები მაიწოდა. იუწყება Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით.
Reuters-ის ცნობით, მინისტრები ამ საკითხს 17 ოქტომბერს განიხილავენ.
10 ოქტომბერს, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის და ბელორუსის ტერიტორიებიდან გაშვებული ირანული წარმოების დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის მთავრობის ცნობით, 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე უკრაინამ სულ 24 ასეთი დრონი ჩამოაგდო.
ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა.