თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პატიმრობას ითვალისწინებს

თურქეთის პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ შეთავაზებული კანონი, რომელიც ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კრიტიკოსებს ყველაზე მეტად აშფოთებთ კანონის 29-ე მუხლი, რომელიც  „შიშისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით“, თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოპოზიცია კანონს მხარს არ უჭერს.

კანონს ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა უნდა მოაწეროს.