თურქეთის პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ შეთავაზებული კანონი, რომელიც ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კრიტიკოსებს ყველაზე მეტად აშფოთებთ კანონის 29-ე მუხლი, რომელიც „შიშისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით“, თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოპოზიცია კანონს მხარს არ უჭერს.
კანონს ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა უნდა მოაწეროს.