აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის, $725 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ Reuters-ს პარასკევს ორმა წყარომ განუცხადა.
ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას, ასევე HMMWV სამხედრო მანქანებს, მაგრამ ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები არ არის გათვალისწინებული.
კონკრეტულად როდის გახდება ცნობილი ვაშინგტონის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ, უცნობია.
მოგეხსენებათ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, უკრაინამ მოუწოდა პარტნიორებს, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდება დააჩქარონ.
აშშ-ის ჯამური დახმარება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, დაახლოებით $16,8 მილიარდს შეადგენს.