თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. ამ დროისტვის ნანგრევებიდან 11 ადამიანია ამოყვანილი. ამის შესახებ Habertürk-ზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია წერს.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქების ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრე-მაშველები და ექიმები მივიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ 150-მდე ადამიანი მოყვა.