ტაჯიკეთი არის რესურსებით მდიდარი ქვეყანა, რომელსაც აქვს ისტორია, რომელიც იმსახურებს პატივისცემას რუსეთისგან, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან. რუსეთის ფედერაცია არ უნდა მოექცეს შუა აზიის ქვეყნებს ისე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ექცეოდა.
ეს განცხადებები ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა, „შუა აზია-რუსეთის“ სამიტზე გააკეთა.
„რაღაც უბადრუკ ფორუმზე ტაჯიკეთში გეხვეწებით, რომ მინისტრების დონეზე მაინც მიიღოთ მონაწილეობა. არა, თქვენ მონაწილეობთ მინისტრების მოადგილეების დონეზე. რატომ არ დავიმსახურეთ ეს, როგორც რუსეთის სტრატეგიულმა პარტნიორმა. ჩვენთან 2,5 მილიონი მოსწავლე სკოლებში რუსულ ენას სწავლობს, თუმცა ჩვენს მიმართ არის ისეთი დამოკიდებულება, რომ მცირე ერი ვართ. არ ვართ 100-200 მილიონი, თუმცა ჩვენ გვაქვს ისტორია. გვინდა, რომ პატივს გვცემდნენ“, - განაცხადა რაჰმონმა.