ვაკეში მდებარე სამების ეკლესიაში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი, მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ვაკეში მდებარე სამების ეკლესიაში ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

13 წლის მარიტა მეფარიშვილს დღეს, 15:00 საათზე დაკრძალავენ.


13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. 

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. 

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.