სალომე ზურაბიშვილი თურქეთში, ბართინის მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში, ბართინის მაღაროში აფეთქებისას დაღუპულთა გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„ტრაგიკული ამბავი თურქეთის ბართინის პროვინციიდან. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.