დროებით ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ცმობით, ე.წ. ადგილობრივი მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
უკრაინული მხარე ისევ ირონიით აღნიშნავს, რომ ეს არის ის, რასაც გაზის ბალონებთან მოწევა იწვევს.
სხვა ოფიციალური დეტალები ჯერ არ ვრცელდება.
უკრაინული მედიის ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2022 წლის 16 ოქტომბრამდე, რუსეთის ჯამურმა საბრძოლო დანაკარგებმა უკრაინაში დაახლოებით 65000 სამხედროს მიაღწია.