2000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი რამდენიმე კვირის განმავლობაში, საფრანგეთში გაივლის მომზადებას. ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ გაზეთ Le Parisien-ს განუცხადა.
მინისტრის თქმით, საფრანგეთმა მანამდე უკრაინელი საარტილერიო ოპერატორები უკვე გაწვრთნა „კეისრის“ თვითმავალი ჰაუბიცების გამოყენების მიზნით, რომლებიც პარიზმა უკრაინას მიაწოდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Kyiv Independent-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი აპირებს, დაასრულოს წვრთნა დიდ ბრიტანეთში და ამას კიდევ 10 000 დაემატება. მინისტრმა აღნიშნა, რომ რამშტეინის ჯგუფმა, რომელსაც 50-მდე ქვეყანა აერთიანებს, ბოლო შეხვედრისას ახალი სასწავლო პროგრამები განიხილა.