საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.
იტყობინება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SPA. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტსა და პრინცს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.
მან ხაზი გაუსვა „სამეფოს პოზიციას, მხარი დაუჭიროს ყველაფერს, რაც ხელს შეუწყობს დეესკალაციას, ასევე, სამეფოს მზადყოფნას, გააგრძელოს შუამავლის ძალისხმევა“.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა პრინცს სამეფოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა და მადლობა და მადლობა გადაუხადა სამეფოს, გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომლითაც 142 ქვეყანასთან ერთად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობები.
სალმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამეფოს ხმა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპებისადმი ერთგულებიდან, ასევე, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და კეთილმეზობლობის პრინციპების პატივისცემისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი ერთგულების გამოხატულებაა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ იმუშავენებ რუსი სამხედროების მიერ დაკავებული უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე.
უკრაინული მედია წერს, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა სექტემბერში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 10 სამხედროს, მათ შორის ამერიკელის გათავისუფლებაში.