14-28 ოქტომბერს ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს წვრთნები იმართება. ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში NATO-ს 19 მოკავშირე და პარტრნიორი ალიანსის ერთობის დემონსტრირებას მოახდენს.
- NEST 22-2 უპირველეს ყოვლისა იძლევა შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ მოკავშირეებთან ერთად მუშაობის უნარი რთულ და სულ უფრო სადავო გარემოში.
NATO-ს ეს ღირებული წვრთნა აძლიერებს ჩვენს მზადყოფნას და ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას შეკავებისა და თავდაცვისთვის“, - განაცხადა ბრიგადის გენერალმა, მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ოპერაციების შტაბის უფროსის მოადგილემ კრისტოფ პლიეტმა.
NEST 22-2 არის მესამე აქტივობა, რომელიც 2020 წლის შემდეგ Project Neptune-ის სახელით არის ცნობილი.