გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, კლიმატის კრიზისის გარდა, რუსეთის მიერ წარმოებული ომი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ 830 მილიონი ადამიანი არასრულფასოვანი კვების პირობებში ცხოვრობს.
მისივე თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა აფრიკაში რეგიონში.
ამ ფონზე, შტაინმაიერმა მოუწოდა გერმანელებს, განაგრძონ შემოწირულობები მოშიმშილეებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ქვეყანაში ფასების ზრდა შემაშფოთებულია.
„არ დაგვავიწყდეს, განსაკუთრებით ახლა ის, რაც გვაერთიანებს - ჩვენი თანაგრძნობა“, - განაცხადა შტაინმაიერმა.