დენის შმიგალი: უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა მწყობრშია, რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია

უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურამ გასული კვირის განმავლობაში, 130-ზე მეტ რუსულ სარაკეტო და თვითმფრინავის თავდასხმას გაუძლო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინამ რუსეთის მასობრივი თავდასხმების შემდეგ, ენერგეტიკული გამძლეობა შეინარჩუნა.

„აგრესორი ცდილობდა უკრაინელების დაშინებას და სახელმწიფოს ენერგიის პარალიზებას”, - განაცხადა შმიგალმა.

აქვე აღნიშნა, რომ რუსეთმა მიზანს ვერ მიაღწია, რადგან „უკრაინა მზად იყო“. 10 ოქტომბერს რუსეთის კოორდინირებულმა თავდასხმებმა, გარდა სამოქალაქო ტერიტორიების დამიზნებისა, ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა.