სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის მიზანია, შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ

პრეზიდენტ სალომე ზურამიშვილის თქმით, საქართველო ევროინტეგრაციის კურსის ერთგული რჩება. ამის შესახებ მან მოლდოვაში, პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გაართულ პრესკონფერენციაზე განაცახდა. 

„ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად და იმ ყოველდღიური წნეხის მიუხედავად, რომ იცვლება საოკუპაციო ხაზი, ხდება ჩვენი მოქალაქეების გატაცებები, ჩვენ მაინც მივდივართ ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან ვიცით, რომ მთავარი მიზანი რუსეთის ქმედებებისა არის ის, რომ შეგვაცვლევინოს ეს გზა, ჩვენ შეგვიცვალოს მომავალი და ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, - განაცხადა ზურაბიშვლმა.

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.