საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 387.2 მლნ აშშ დოლარი (1103.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 84.6%-ით (177.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.5% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2% მოდიოდა. საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით პირველი რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც საქართველოში 9 თვეში გადმორიცხული თანხის 40.34% მოდის.
- მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რუსეთიდან $1 მლრდ 135 მლნის გზავნილი მიიღო, რაც 2021 წელს 9 თვეში რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე 3-ჯერ მეტია.
რაც შეეხება გასული თვის სტატისტიკას, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ჯამში $387.2 მლნ გადმოირიცხა, რაც 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 84.6%-ით მეტია.
TOP-10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- რუსეთის ფედერაცია - $173.94 მლნ - ზრდა 351%;
- იტალია - $36.29 მლნ - ზრდა 7%;
- აშშ - $28.68 მლნ - ზრდა 17%;
- საბერძნეთი - $18.45 მლნ - კლება 8%;
- ყირგიზეთი - $18.12 მლნ - ზრდა 417%;
- ისრაელი - $16.44 მლნ - ზრდა 7%;
- გერმანია - $15.92 მლნ - ზრდა 47%;
- ყაზახეთი - $10.13 მლნ - ზრდა 72%;
- თურქეთი - $9.82 მლნ - კლება 1%;
- სომხეთი - $8.98 მლნ - ზრდა 677%.