უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის თქმით, რუსული ძალებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ რეგიონში დაარტყეს, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
მისივე თქმით, კიევზე თავდასხმების გარდა, რუსეთმა ასევე ესროლა რაკეტები დნიპროპეტროვსკისა და სუმის ოლქების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში, ენერგეტიკულ ობიექტებს ხუთი-კამიკაძე დრონი ესროლეს.
სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა Ukrenergo-მ მოუწოდა მოქალაქეებს, შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება საღამოს საათებში. უკრაინის სამხედროებმა 17 ოქტომბერს 37 ირანული წარმოების დრონი ჩამოაგდეს.