- რუსებმა უნდა წააგონ [ომი], წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კვლავ შეეცდებიან იგივეს გაკეთებას
ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის გათავისუფლება მომავალი წლის ზაფხულისთვის არის შესაძლებელი.
„როცა სიტუაციას ვაკვირდები, ვხედავ, რომ რუსების მდგომარეობა ყოველ კვირას უარესდება. ამბობენ, რომ ომი ნებისყოფისა და ლოგისტიკის გამოცდაა, ორივე თვალსაზრისით უკრაინა ბევრად უკეთესად გამოიყურება.
- Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ: ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის გათავისუფლება მომავალი წლის ზაფხულისთვის არის შესაძლებელი“, - განუცხადა გაზეთ FAZ-ს ბენ ჰოჯსმა.
მისივე თქმით, რუსებმა უნდა წააგონ [ომი], წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კვლავ შეეცდებიან იგივეს გაკეთებას.
ჰოჯესის აზრით, რუსეთის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეამცირებს.
„ისინი ყველაფერს აკეთებენ ომის გასახანგრძლივებლად და დასავლეთში შიშისა და დაუცველობის გასავრცელებლად. ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებენ, მათ შორის ახალგაზრდებს, რომლებსაც საზარბაზნე ხორცად იწვევენ“, ასევე, თავდასხმებს დასავლეთის ინფრასტრუქტურაზე“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი.
მისივე თქმით, მოსალოდნელია უფრო მეტი დივერსიული აქტი და თავდასხმა, ან ასეთი მცდელობები უახლოეს კვირებსა და თვეებში.