თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში 20 ოქტომბერს ჩავა.
ამის შესახებ თურქეთის ელჩმა აზერბაიჯანში კაჰიტ ბაღჩიმ, დღეს განჯაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თვითმფრინავი აზერბაიჯანის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მეორედ დაეშვება“.