„ბაირაქტარის“ დრონი, რომელიც პოლონეთში შეგროვებული თანხებით შეიძინეს, უკრაინაში გასაგზავნად მზადაა. უპილოტო საფრენ აპარატს მარიუპოლის პატივსაცემად „მარიკი“ დაარქვეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფონდების მოზიდვის კამპანიის ინიციატორი, პოლონელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე სლავომირ სიერაკოვსკი Facebook-ზე წერს.
სახელწოდება უპილოტო საფრენ აპარატზეც არის დატანილი, როგორც უკრაინულ, ასევე, პოლონურ ენებზე.
პოლონეთის მიერ დაფინანსებული Bayraktar უკვე მომზადებულია უკრაინაში ტრანსპორტირებისთვის. Baykar-ის მწარმოებელი და უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამჟამად საბოლოო დეტალებს განიხილავენ.
Baykar-ი უკრაინას დრონს უფასოდ მიაწვდის, შეგროვებული თანხები კი, უკრაინაში ჰუმანიტარულ პროექტებს მოხმარდება.