რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხაერეში, ქალაქ იეისკში სამხედრო თვითმფრინავი ერთ-ერთ უბანში, მრავალსართულიან კორპუსს დაეცა.
ინტერფაქსის ცნობით, სუ-34 საბრძოლო გამანადგურებელი-ბომბდამშენია.
შემთხვევის ადგილზე ხანძარია. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იეისკში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფრენის დროს ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა. სამხედრო დეპარტამენტის ცნობით, თვითმფრინავი სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენას ასრულებდა და ჩამოვარდა.
სამინისტროს ცნობითვე, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახერხა.
 
                                 
                             
                                                                
                         
                                 
                                 
                                 
                                 
                                