უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
„დღეს მოვახერხეთ პატიმართა მორიგი მასშტაბური გაცვლა. ტყვეობიდან 108 ქალი გავათავისუფლეთ. ეს იყო ქალების პირველი გაცვლა. ტყვეობაში იყვნენ დედები და ქალები, რომლებსაც ახლობლები ელოდებოდნენ", - ნათქვამია შეტყობინებაში.
ანდრეი ერმაკის თქმით, გათავისუფლებულ ტყვეებს შორისაა აზოვსტალიდან ევაკუირებული 37 ქალი, 11 ოფიცერი და 85 რიგითი და სერჟანტი, მათ შორის 35 უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, 32 საზღვაო ძალებიდან, 12 თავდაცვის ძალებიდან, 8 ეროვნული გვარდიიდან, 2 "აზოვიდან", 5 - სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურიდან, 4 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან, ხოლი 12 მშვიდობიანი მოქალაქეა.